logo
ENG



შვეიცარიის ქალაქში, შოკოლადის ქარხანასთან კაკაოს "თოვლი" წამოვიდა

18 აგვ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 
so3x9in6saiozmt.jpg

შვეიცარიის პატარა ქალაქ ოლტენში კაკაოს "თოვლი" წამოვიდა მას შემდეგ, რაც შოკოლადის ქარხანაში ვენტილაციის სისტემა გაფუჭდა. 

როგორც AP წერს, კომპანია The Lindt-მა დაადასტურა ცნობები, რომ მათ ქარხანაში გამაგრილებელ სისტემას ჰქონდა ხარვეზი იმ ტერიტორიაზე, სადაც კაკაოს გასუფთავებულ მარცვლებს ინახავდნენ. 

პარასკევს, 14 აგვისტოს ძლიერი ქარის გამო კაკაოს ფხვნილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმოიფანტა. 

ქალაქ ოლტენის Twitter-ის გვერდზე ვრცელდება ფოტოები, სადაც მანქანის ზედაპირი კაკაოს ფხვნილით არის დაფარული. 


close დახურვა